Sunday, April 27, 2014

დღე 6

ვისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე, გავეცანით საინტერესო დოკუმენტებს - მოსწავლეზე ორიენტერებულ პროექტის შეფასებას, დაგეგმვის ცხრილს, შევქმენით მოსწავლის ნაშრომისთვის შეფასების რუბრიკა, დღე იყო საინტერესო ნაყოფიერი , მინდა ცოდნა კიდევ უფრო გავიმყარო , რომ არ დამავიწყდეს, ამ ეტაპზე გასაგებია ყველაფერი

Saturday, April 26, 2014

დღე 5

დრაივზე გავუზიარეთ ერთმნაეთს პრეზენტაციები, დავუკომენტარეთ და მივეცით ერთმანეთს რჩევები, გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის შესახებ პრეზენტაციას, ,ავტვირთეთ დრაივზე ჩვენი პორტფოლიოს ნიმუში, შევქმენით ციტირებული დოკუმენტი, სადაც მივუთითეთ გამოყენებული ლიტერატურა, შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში პოვერპოინტში, დღემ ნაყოფიერად ჩაიარა

Saturday, April 12, 2014

დღე 4

ვისწავლეთ დრაივი, დრაივზე  ავკრიფეთ გეგმები და ერთმანეთის კითხვები დავაკომენტარეთ,გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას, გავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო, ჩამოვწერეთ მეთოდები და ინტრუმენტები ხუთივე შფასებისთვის.  მოსწავლეთა საჭიროების შეფასებისთვის შევქმენით ნიმუში, შევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია სადაც ჩავსვით შეფასების დოკუმენტები.
დავწეროთ პროცედურები

Wednesday, April 9, 2014

dge 3

გავეცანით ერთმანეთის ბუკლეტებს, გადავხედეთ ჩვენს სტანდარტებს და შევამოწმეთ,

გვაქვს თუ არა მაღალი დონის უნარების შესაბამისობა,  განახლებული ბლუმის ტაქსონომიის ზმნები დაგვეხმარა არის თუ არა ჩვენს მიერ შერჩეული სტანდარტი სწორი.
დავწერე სტანდარტიდან გამომდინარე პროექტის მიზნები; ყველა სტანდარტს უნდა ჰქონდეს ამოცანები და ამოცანები არ იყოს ბუნდოვანი, მისი შეფასება შეიძლებოდეს.

გავეცანი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შესახებ პრეზენტაციას,
კითხვების მაგალითებს და დავწერეთ ჩვენი პროექტისთვის კითხვები

Sunday, April 6, 2014

dge 2

საინტერესო დღე იყო, პროექტის იდეები გავუზიარეთ ერთმანეთს, გეგმა დავწერეთ, ჩავსვით გეგმაში შესაბამისი მასალა, ანუ 21-ე საუკუნის უნარები. დავაკომენტარეთ ბლოგი, ინტერნეტიდან ჩამოვწერეთ სურათები,ეს ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის და ვიმედოვნებ ისე მყარად ვისწავლი , რომ არ დამავიწყდება

Saturday, April 5, 2014

დღე პირველი

გავეცანი ინტელის სასწავლო კურსს,
გავეცანი მოდულებს,
რამდენიმე პროექტის გეგმას,
ამ ეტაპზე ჯერჯერობით ღრმად არ ვარ გარკვეული და მინდა ეს ბუნდოვანება დავძლიო